23:20 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 12:47:53, 676 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონში ქერის მოსავლის აღება მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ ახორციელებს.

ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველის მიმდებარე ტერიტორიაზე.  1200 ჰა ფართობზე   სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 4 ერთეული კომბაინი  ახორციელებს.

მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში, კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 48 ერთეული კომბაინია მობილიზებული.  საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.

შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მიწათმოსარგებლეებს  მოსავლის აღების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე სხვადასხვა აგროოპერაციას სთავაზობს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics