23:20 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 13:54:59, 695 ნახვა

რეგიონი
ნათია თურნავა: ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის დასახლებები ინტერნეტით დაიფარება

მთის განვითარება - ეს არის პრიორიტეტი, რომლისთვისაც არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტი გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს იმ პრინციპით, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას.

„დღეს  ინტერნეტიზებულია ქვეყნის 88%-ი,  დარჩენილ 12%-ს დავფარავთ ფართოზოლოვანი  ინტერნეტქსელით, თუმცა, ამ 12%-ში შემავალ ისეთ დასახლებულ პუნქტებს,  სადაც მოსახლეობა 200 ადამიანზე ნაკლებია და სადაც ტექნიკურად ვერ ხერხდება  ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანა, ვახორციელებთ სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელიც უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს" - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, დაგეგმილია და ორ ეტაპად განხორციელდება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, ხოლო მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები. მინისტრის განცხადებით, ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე).

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში, სადაც დღესდღეობით 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics