00:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 16:45:39, 1727 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ 10 ბავშვის უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქართულმა მხარემ შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის შესაბამისმა ორგანოები ბავშვების მეურვეობაზე პასუხისმგებლობის აღების მზაობა გამოთქვეს. 

"საქართველოს  გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე   ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს  და  საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი 10 ბავშვის  გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და   მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics