14:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 17:07:04, 1759 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: შეიძლება საბანკო რეგულაციების შერბილება გახდეს საჭირო

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციების შერბილების გადაწყვეტილება მიიღოს. 

მისივე თქმით, საკითხი გადახედვას და მსჯელობას საჭიროებს. 

"მე მჯერა, რომ თუ ვნახავთ, რომ რეგულაცია შესარბილებელია, თუ ნახავს ეროვნული ბანკი, რომელიც დამოუკიდებელია და ეს არაერთხელ დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტია, ის ამას გადახედავს. საბოლოო მიზანი სწორი ეკონომიკური, მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაა. ნახავენ, შეხედავენ, ჩვენც ერთად ვიმსჯელებთ. ჩვენი მონაცემებით, სამომხმარებლოში შენელება არის, იპოთეკურში ზრდის შენელებაა, კლება არ არის, თუმცა მე მგონია, რომ იპოთეკას მეტი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის გახსნისთვის, შეიძლება შერბილება გახდეს საჭირო", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics