2019-05-28 19:27:11, 1174 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ლარის კურსზე: პოზიტიური პროგნოზი უფრო რეალურია, ვიდრე ჩვენი ოპონენტების წყევლა-კრულვა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ანალიტიკური კვლევები ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობის საფუძველს აძლევს.
მისი თქმით, ოპონენტების მიერ შეთავაზებული გეგმები პოპულისტურია და მათი გამოყენების შემთხვევაში, ეროვნული ვალუტა განადგურდება.
"ეკონომიკურ - სტრატეგიულ გეგმას, იმ პოპულისტურ იდეებს, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, რომ მივყვეთ, საერთოდ უნდა გავაუქმოთ ყველანაირი გადასახადი. აქედან არაფერი გამოვა, გარდა იმისა, რომ ლარის კურსი საერთოდ მოისპობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მათ შორის, ჩვენს მთავარ პარტნიორთან - თურქეთთან, მაგრამ ვფიქრობ, ეს დროებითია, ის ანალიზი, რომელიც ჩვენმა ფინანსისტებმა გააკეთეს საყურადღებო და მნიშვნელოვანია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განწყობა, რომ პოზიტიური პროგნოზი უფრო რეალურია, ვიდრე ჩვენი ოპონენტების წყევლა-კრულვა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,