|
2019-05-22 14:21:42, 604 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონში აივ-ინფექცია/შიდსის სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია მიმდინარეობს
საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო "რედისონში", პროექტის - "აჭარის რეგიონის აივ-ინფექცია/შიდსის სტრატეგიის შემუშავება, ადვოკატირება და კოორდინაცია" პრეზენტაცია მიმდინარეობს. სტრატეგიის დოკუმენტზე ა(ა)იპ კავშირის საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" მუშაობს. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ირმა ხონელიძე ესწრებიან. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ უკვე წარადგინა, აჭარაში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება. შიდსის რეგიონული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი მიზნად ისახავს აჭარაში აივ/შიდსთან მიმართებაში სტიგმის დაძლევისა და სამოქალაქო განათლების კუთხით განხორციელებული ძალისხმევის კოორდინაციასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. სტრატეგიის მიზნების მიღწევისთვის დასახულია არაერთი ამოცანა, მათ შორის: აჭარის რეგიონში აივ/შიდსის ეპიდემიაზე ეფექტური პასუხის (სტრატეგიის) სამუშაო ჯგუფის/საბჭოს ფორმირება, დამკვეთთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ახლო კოორდინაციის საფუძველზე კოორდინაციის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დამატებითი ტექნიკური ექსპერტიზის მობილიზება საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების მომზადება და მათი გავრცელება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)