17:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 11:19:08, 1594 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებულ ირანის ორ მოქალაქეს 16-16 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და  საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებულები, ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე  დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პ.გ.-მ და ს.გ.-მ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 4 დეკემბერს უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. პ.გ.-მ  8 აბი (0.1922 გრ.) ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი'' და 51,3823 გრ. „ჰეროინი'', ხოლო ს.გ.-მ 51,2325 გრ. ,,ჰეროინი''.

სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს ქ. რუსთავში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პ.გ.-მ და ს.გ.-მ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 16-16  წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

 

  

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics