|
2019-04-19 16:20:58, 1494 ნახვა
რეგიონი
ნათია კაპანაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ - საკუთარ თავს სასამართლოში დავიცავ
ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ - საკუთარ თავს საქალაქო სასამართლოში დავიცავ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებს განაცხადა. აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი იმპიჩმენტისგან თავის დაცვის პროცესს, უახლოეს მომავალში დაიწყებს. „მაშინ როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით ხარ საქართველოში, ყველაფერია მოსალოდნელი, შესაბამისად, ეს შედეგიც. რა თქმა უნდა პროცესი არ იყო შემთხვევით. თუმცა შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს. რა თქმა უნდა, მე მომიწევს კიდევ ერთი პროცესი ვაწარმოო დირექტორის იმპიჩმენტისგან დაცვის. ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ამ შემთხვევაში საკუთარ თავს საქალაქო სასამართლოში დავიცავ“, - განაცხადა ნათია კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)