|
2019-04-18 12:52:50, 1747 ნახვა
კომენტარი
ქობულია - სასიხარულოა, რომ კვიპროსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში დადებითი დინამიკით გამოირჩევა
„კვიპროსის რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის მსურს ხაზი გავუსვა სამ ძირითად სფეროს, სადაც ველოდებით ურთიერთობის გაღრმავებას და შემდგომ განვითარებას, ესენია - საზღვაო სფერო, ტურიზმის სექტორი და სოფლის მეურნეობა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული ფორუმის გახსნის ღონისძიებას კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. „სასიხარულოა, რომ კვიპროსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში დადებითი დინამიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, საზღვაო და ავიაციის მიმართულებით. როგორც იცით, 2016 წლის 24 სექტემბრიდან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს უნგრული დაბალ ბიუჯეტიანი კომპანია "Wizz Air" კვირაში 2 სიხშირით ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობების და ტურიზმის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას და ჩვენს ქვეყნებს შორის გვექნება კიდევ უფრო ხშირი საჰაერო მიმოსვლა" - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს ასევე სოფლის მეურნეობის დარგში. „ვქმნით უფრო ღრმა თანამშრომლობის საფუძველს, მათ შორის გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი აგროკულტურების განვითარებაში, როგორიც არის ციტრუსები, ზეთისხილი და სხვა, სადაც კვიპროსს დიდი გამოცდილება აქვს და რაც ჩვენი აგროსექტორისთვის სტრატეგიულად მნიშნველოვანი კულტურებია" - აღნიშნა მინისტრმა. საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ორმხრივი ბიზნესინტერესების სფეროებია საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, გემთმშენებლობა და სხვა.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)