|
2019-04-15 14:23:21, 2052 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა: დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის აზრი არ აინტერესებს
"პირველივე კრიტერიუმით, საკვალიფიკაციო გამოცდის აუცილებლობის დაწესებით "ქართული ოცნება" ზღუდავს იმ წრეს, რომელსაც შეეძლება წარადგინოს საკუთარი თავი", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტის გაგზავნა ფორმალობა იყო. "დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ რეალურად "ქართულ ოცნებას" ვენეციის კომისიის აზრი არ აინტერესებს და სრული ფორმალობა იყო კანონპროექტის გაგზავნა. ისინი მუხლობრივ განხილვამდეც კი არ დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნებს. შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალათ იმის შესაძლებლობა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, რადგან პლენარულ სხდომაზე მათ ამის შესაძლებლობა არ ექნებათ. რაც შეეხება კონკრეტულად მუხლობრივ განხილვას, ჯერჯერობით მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდების თემა გავიარეთ, რომელიც არის კანონპროექტში. მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა გადაწყვიტოს საერთოდ ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსის პროცესში. პირველივე კრიტერიუმით საკვალიფიკაციო გამოცდის აუცილებლობის დაწესებით "ქართული ოცნება" ზღუდავს იმ წრეს, რომელსაც შეეძლება წარადგინოს საკუთარი თავი. ვენეციის კომისიას არა მხოლოდ ირაკლი კობახიძე, ასევე შევხვდით ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ იმ შეხვედრაზე გაიგეს, რომ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე მიღებული იყო აღნიშნული კანონპროექტი და ნამდვილად არ ქონდათ ინფორმაცია, რომ მეორე მოსმენით ჩატარდებოდა ვიდრე ისინი შეძლებდნენ დასკვნის გამოსატანად. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავჯდომარე ასე უტიფრად იტყუება ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)