00:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 19:23:17, 2009 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ მედიაზე ზეწოლას აგრძელებს

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მიერ არხის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა.

ჭიაბერაშვილის თქმით, დაუშვებელია კაპანაძის სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხაზს არ ატარებს.

„ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით თავისუფალ მედიაზე შეტევას და ეს არავისთვის არ არის გასაკვირი. როგორც მედია ექსპერტები აფასებენ და მაყურებელი ხედავს,  ეს ადამიანი ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. დაუშვებელია ასეთი ადამიანი გათავისუფლებული იყოს სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ არ ატარებს ბიძინა ივანიშვილის  ხაზს.  ივანიშვილის ხაზი მიმართულია ჩვენი საზოგადოების გახლეჩაზე, დაპირისპირებაზე, ზიზღისა და სიძულვილის გაღვივებაზე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics