08:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 16:40:41, 1686 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიცია: „დირსის“ რამდენიმე სადარბაზოში 150-მდე დევნილია შეჭრილი - ადგილზე ვიცავთ წესრიგს

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - „დირსის კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ ადგილზე უსაფრთხოებას და მართლწესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს. 

„როგორც მოგეხსენებათ, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა არ მოხდეს მხარეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან დაპირისპირება. ნებისმიერ პირს აქვს საშუალება მიიღოს საკვებიც და სასმელი წყალიც და რაც საპოლიციო დანაყოფებმაც არაერთხელ მიაწოდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებულები ვართ, იმისთვის, რომ ადგილზე დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ამის გარდა პოლიციას სხვა დავალება არ გააჩნია“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics