|
2015-06-23 14:03:34, 1672 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახლების გეგმის მომზადება უახლოეს დღეებში დასრულდება
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახლების გეგმის მომზადება უახლოეს დღეებში დასრულდება. როგორც ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე იდენტიფიცირეებულია სახლები, რომლებიც სტიქიის შედეგად განადგურდა და ასევე ის სახლები, რომელიც ავარიულია. ამასთან, ნარმანიას თქმით, მერიის პრიორიტეტი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლების უზრუნველყოფა იქნება. „ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს ისევე როგორც მიმდინარეობს დასახლების გემის მომზადება და ეს გეგმა უახლოეს დღეებში იქნება მზად. ჩვენ გამოვყავით და იდენტიფიცირებულია ის სახლები, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს და მდინარემ წაიღო. ასევე იდენტიფიცირებულია ის სახლები. მისი გამაგრება და იქ შესახლება შეუძლებელია. ამიტომ პირველი რიგის პრიორიტეტები ასეთი სახლების და ამ ადამიანების ბინების უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი შემდგომი საქმიანობა იმ შემოწირულობების ფარგლებში და იმ რესურსების ფარგლებში, რომელიც აკუმულირებულია შესაბამის ანგარიშებზე. რაც შეეხება სახლებს, რომლებზეც დასკვნა დადებითია, ასეთი სახლების შეკეთებასთან დაკავშირებით რაიონული გამგეობები იმუშავენებ. სამუშაოების დასაწყებად გარკვეული რესურსები უკვე გამოვყავით და დღეს საკრებულოში ბიუჯეტის ცვლილების დამტკიცების შემდგომ გამგეობებს შეეძლებათ შესაბამისი სამუშაოები დაიწყონ“,-განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ თბილისის ბიუჯეტში 10 მილიონი ლარი აისახება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის იქნა გამოყოფილი.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)