06:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 10:36:15, 1547 ნახვა

სამართალი
შსს-მ ხელვაჩაურში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებული ნ.ბ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics