20:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 15:20:56, 1524 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი: კობახიძე უზრდელია - პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და გადადოს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს თაბმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს უზრდელი უწოდა. 

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძის განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" საზიანოა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე თანამდებობიდან უნდა გადააყენოს. 

„ის გამოირჩევა ხოლმე არაეთიკურობით, წაუუზრდელებს. აქვს ეს დამოკიდებულება. ეს მისი პრობლემაა. ეს პარტიის თავმჯდომარის პრობლემაა. ეს მისია. ეს მისი თავის ტკივილია. ძალიან მამაცია, ქალებთან ასეთი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე. პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და უნდა უთხრას, გეყოს პარლამენტის თავმჯდომარეობა, სერიოზულ პრობლემებს მიქმნი და მოდი ახლა, წადი სადმე. აიღოს და გადადოს. ეს ფუნქცია აქვს მას. არ გადადებს და ჰყავდეს 20-მდე და საბოლოო ჯამში აისახება არჩევნებზე. თუ რამე დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთი დიდი წვლილი რეიტინგის და პოლიტიკური მიმზიდველობის თუ გავლენის კუთხით, ერთ-ერთი მთავარია ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics