|
2019-03-26 10:36:49, 1332 ნახვა
რეგიონი
ფერმერ ალექსანდრე კოპაძეს 150 ნერგი უსასყიდლოდ გადაეცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ადგილობრივ ფერმერს, ალექსანდრე კოპაძეს 150-მდე ძირი ვაშლის ნერგი ჩაუტანეს და მათ დარგვაში დაეხმარნენ. გასული წლის დეკემბერში, ალექსანდრე კოპაძეს ოთხწლიანი მსხმოიარე ვაშლის ბაღი უცნობმა პირებმა გაუჩეხეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის შუამდგომლობით, კერძო სანერგე მეურნეობამ, შპს „კომპლექს-არგომ“ ალექსანდრე კოპაძეს ბაღის აღსადგენად ვაშლის ნერგები უფასოდ გადასცა. სპეციალური ტექნიკით ფერმერს დახმარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს. „მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბატონ ალექსანდრეს დაეხმარა და გვერდში დაუდგა, განსაკუთრებით სანერგე მეურნეობას „კომპლექს-აგრო“, რომელმაც ფერმერს ნერგები უსასყიდლოდ გადასცა. ასეთი მხარდაჭერით ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ იმას, რომ გაჩანაგებულ ბაღს აღვადგენთ, არამედ ადამიანებს დავუბრუნებთ სიკეთის, გვერდში დგომის, გულშემატკივრობის რწმენას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. „შიდა ქართლის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხეხილის ბაღების განახლება. ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ხელშემწყობ პროექტს ახორციელებს. ვანდალურად გაჩეხილი ბაღის ადგილას, საერთო ძალისხმევით, ალექსანდრე კოპაძეს ახალი ბაღი ექნება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. დაზარალებულმა ფერმერმა მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)