21:21 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 09:20:03, 6123 ნახვა

კულტურა
ქართული ანიმაციური ფილმების საეკრანო ჩვენება დიდი პოპულარობით სარგებლობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში მიმდინარე ქართული ანიმაციური ფილმების კვირეულით საზოგადოების დაინტერესება დიდია.

კვირეული 22 მარტს გაიხსნა და მოიცავს 8 სეანსს, რომელთაგან 4 უკვე გაიმართა. 25, 26 და 27 მარტს სეანსები დაგეგმილია 15:00 საათზე. 28 მარტს, 19:00 საათიანი სეანსით კი ანიმაციური ფილმების ჩვენება დასრულდება.

მულტიპლიკაციური ფილმების კვირეული ნაწილია პროექტის - „რე-ანიმაცია" - რაც ქართული ანიმაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას,  რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს. პროექტი საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის" თანამშრომლობით ხორციელდება.

ანიმაციური ფილმები ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადადის და ციფრული რესტავრაცია უტარდება. მულტიპლიკაციური ფილმებს  ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება. პროექტის მიზანი ანიმაციური ფილმების მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა, ბავშვებისა და მოზარდების ქართული მულტიპლიკაციური ფილმებით დაინტერესება და მათი პოპულარიზაციის გაზრდაა.

თითოეული სეანსი 90 წუთიანია და მასში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართული ფილმში" დაცული 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმი,  რომლის რესტავრაცია უკვე განხორციელდა. მათ შორისაა:

„წუნა და წრუწუნა" (1962 წელი)

„ბომბორა სწავლას იწყებს" (1973 წელი)

„სახლობანა" (1973 წელი)

„საზამთრო" (1974 წელი)

„თერძი ბესო" (1977 წელი)

„ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი" (1983 წელი)

„ყარყატის შვილობილი" (1985 წელი)

„მძლეთამძლე" (1991 წელი)

„სანუკვარი ოცნება" (1989 წელი).

დასწრება თავისუფალია.

კინოთეატრი მდებარეობს ეროვნული არქივის შენობაში, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის გამზ. #40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics