03:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 14:12:50, 1381 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი - სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე მომართვიანობა შემცირდა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებზე ​მომართვიანობა შემცირებულია.

„2018 წელს წინა წლებისგან განსხვავებით შემიცირებულია ჩვენთან მომართვიანობის მაჩვენებელი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. თუმცა, კვლავ რჩება პრობლემად ამ საქმეების გამოძიების არაეფექტურობა. წინა წლებში პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე არ არის შედეგი დამდგარი, არავინ არის პასუხისგებაში მიცემული და ძალიან დაბალია დაზარალებულად ცნობის მაჩვენებელიც. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დროულად შეიქმნას სახელმწიფო ინსპექტორის მექანიზმი, რომელმაც უნდა დაიწყოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ფაქტების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით შეხვედრა და ერთ-ერთი კვლევის შესახებ საჯარო მოსმენა გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics