03:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 18:03:43, 1629 ნახვა

სამართალი
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

როგორც უწყებაში ამბობენ, შემთხვევა 19 მარტს მოხდა. 

19 მარტს, ოზურგეთის რაიონის  სოფელ  ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრმა საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.  მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს  და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს შსს-ში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics