03:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 17:46:31, 1532 ნახვა

სამართალი
ვალესა და კარწახში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

17-18 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,კარწახი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და თურქეთის მოქალაქეებს, ს.მ.-სა და დ.მ-ს კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (105 აბი) და ფსიქოტროპული (80 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ორივე ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics