|
2019-03-20 15:00:03, 4936 ნახვა
Lifestyle
268 მილიონი ნახვა-Avengers: Endgame-ს ტრეილერი ისტორიაში ყველაზე ნახვადი აღმოჩნდა
კინოსტუდია Marvel-მა 2 დღის წინ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გულშემატკივრებს იმის შესახებ აცნობა, რომ ახალი ფილმის "შურისმაძიებლები:ფინალი"-ს ტრეილერი კინოს ისტორიაში ყველაზე ნახვადი მოკლე ვიდეორგოლია. "მადლობა თქვენ , სამყაროში საუკეთესო ფანებო იმისათვის, რომ აკეთებთ ყველაფერს, რათა ახალი "შურისმაძიებლების" ტრელერი ნახოთ! 268 მილიონი ნახვა 24 საათში-ეს მსოფლიო რეკორდია!",-ნათქვამია კინოსტურიის განცხადებაში.
ცნობილი პორტალი Complex წერს, "შურისმაძიებლების" ახალი ტრეილერი კინოს ისტორიაში ნახვადობით მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს (289 მილიონი ნახვა) "შურისმაძიებლები"-ს პირველი ფილმი, ხოლო მესამეს "შურისმაძიებლები:უსასრულობის ომი" იკავებს. ახალი ტრეილერი 14 მარტს გამოქვეყნდა, მასში ბრი ლარსენი (კაპიტანი მარველი) და სხვა გმირები ვიხილეთ. ვიდეორგოლიდან ვიგებთ, რომ ის თანოსის მიერ მოწყობილ მასიურ განადგურებას გადაურჩა და იმ გმირების რიგებს შეუერთდა, რომლებმაც იასამნისფერ გიგანტზე შურისძიება ჩაიფიქრეს. საქართველოს კინოთეატრებში "შურისმაძიებლები:ფინალი"-ს პრემიერა 2019 წლის 25 აპრილს შედგება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)