|
2019-03-14 10:12:13, 1513 ნახვა
სამართალი
„ყელზე თოკის კვალი აღენიშნება“ - ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა
ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზა 5 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. საბოლოო დასკვნამდე ცხედრიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა უნდა ჩატარდეს. ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ ექსპერტმა ირაკლი თოიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილს ყელზე თოკის კვალი აღენიშნება. „არის თოკის ჩანართები, მეტი დაზიანებები ფაქტიურად არ არის და დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება უფრო მეტი. დაზიანებები რაც ყელზე იყო, უმნიშვნელოა და სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამის დასადგენად ლაბორატორიული კვლევისთვის ავიღეთ ნაჭდები. რაც შეეხება შინაგან ორგანოებს ისინი ცხედრიდან ამოღებული, შემდეგ კი უკან ჩაბრუნებულია. თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, ეს არის გამოძიების დასადგენი“, - განაცხადა ირაკლი თოიძემ. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გალში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 10 მარტს დააკავეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კვარაცხელიასა და ე.წ. მესაზღვრეებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურს, ისინი ირწმუნებიან, რომ კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ნათესავები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გადმოასვენეს.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)