14:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 16:22:11, 1628 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვა ჩვენი ძირითადი მანდატია

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ქვეყნისთვის წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტრომ მოამზადა წყლის რესურსების სააუზო მართვის სისტემის რეფორმა, კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და დარგობრივი კომიტეტის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„სააუზო მართვა წყალმოსარგებლეთა უფლებების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს. საპილოტო რეჟიმში ჩვენ გვაქვს USAID -ის დახმარებით მომზადებული, ერთის სააუზო მართვის გეგმის პროექტი და მიმდინარე წელს  ხრამი-დებედას და იორი -ალაზნის სააუზო სისტემებისთვის სააუზო გეგმების მომზადება იგეგმება, რაც ვფიქრობთ, აბსოლუტურად ახალ რეალობას შექმნის წყლის რესურსების მართვის კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვჭირდება ზუსტი მონიტორინგის სისტემა, ამიტომ გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს ფლობს უკვე თანამედროვე წყლის ჰაერის და ნიადაგის ანალიზების ლაბორატორიას, რომელიც ძირითად დამაბინძურებლებზე თანამედროვე მეთოდებით, თანამედროვე ტექნიკის პირობებში შეძლებენ  ნიადაგის, წყლის და ჰაერის მდგომარეობის შემოწმებას“,  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების კონტროლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2019 წლისთვის დაახლოებით 170- ზე მეტი ობიექტი გაკონტროლდება ზედაპირული წყლების და 60- ზე მეტი ობიექტი  მიწისქვეშა წყლების კონტროლის კუთხით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics