|
2019-03-06 16:30:01, 1900 ნახვა
რეგიონი
ნიგაზეულის საჯარო სკოლას შერიფ ხიმშიაშვილის სახელი მიენიჭა
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანებით, სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული საერო პირის შერიფ ხიმშიაშვილის სახელი მიენიჭა და სკოლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას სკოლის პედაგოგებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით მიმართეს. საჯარო სკოლის დასმა ,,მომავლის თეატრი " შერიფ ხიმშიაშვილის მოღვაწეობის შესახებ სპექტაკლი წარმოადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)