|
2019-03-05 13:24:00, 1870 ნახვა
რეგიონი
1-ელი მაისიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილები აიკრძალება
5 მარტს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკსა და სკვერში ელექტროტრანსპორტით გადაადგილების წესი საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლსებოთ იქნა მიღებული და 1 მაისიდან ამოქმედდება. ახალ რეგულაციაზე მუშაობა ბათუმის ბულვარმა აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, მოქალაქეების ხშირი მომართვიანობის და საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. როგორც ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე აცხადებს, ბულვარმა ვიზიტორებისთვის ყველაზე უსაფრთხო რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა დაიბრუნოს, მისი თქმით, მსგავსი რეგულაციების გატარება უმნიშვნელოვანესია. რეგიონის ყველაზე დიდი და მიმზიდველი სარეკრეაციო ზონა ტურისტულ სეზონზე ფეხით მოსიარულეთათვის საფრთხისშემცველ სივრცედ იქცა. ელექტრომობილების სიმრავლის და სწრაფი გადაადგილების გამო, განსაკუთრებული პრობლემა შეექმნათ ბავშვებს, გახშირდა ელექტრომობილებით დაზიანების და დაჯახების ფაქტები. გარდა ამისა, შექმნილმა სურათმა საფრთხე შეუქმნა ვიზიტორებისთვის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და ტურისტულად მიმზიდველი ადგილის იმიჯს. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების შემოდინება არაკონტროლირებადი ტერტიორიებიდან და კერძო მოიჯარეებიდან წლიდან წლამდე იზრდებოდა. პროცესის შესაჩერებლად და ბულვარისთვის ნამდვილი რეკრეაციული ზონის სტატუსის დასაბრუნებლად, ბათუმის ბულვარმა აკრძალვის წესი საერთაშორისო ქვეყნების გამოცდილების მიხედვით შეიმუშავა. ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის, სამაშველო სამსახურის, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე. ბათუმის ბულვარის ახალი რეგულაცია ელექტრომობილების აკრძალვის შესახებ ხელს შეუწყობს ერთი მხრივ ბულვარის სარეკრეაციო ზონის განვითარებას, მეორე მხრივ ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)