04:20 - 12 Jun, 2026
|
2019-03-04 10:42:07, 1636 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ უხუცეს ქალბატონს დედის დღე მიულოცა
შუხევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, სოფელ ჯუმუშაურში მცხოვრებ 100 წლის ზულეიხ ფუტკარაძეს სტუმრობდა. მერმა უხუცეს ქალბატონს დედის დღე პირადად მიულოცა. ჯანმრთელობა, მხნეობა, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ზულეიხ ფუტკარაძეს 6 შვილი, 11 შვილიშვილი, 24 შვილთაშვილი და 9 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მისი შთამომავლობა 50 -ზე მეტს ითვლის. დედის დღე მიულოცეს დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ოლადაურში მცხოვრებ 3 შვილის დედას, 78 წლის ქეთო ფუტკარაძეს. ქალბატონი ქეთო თვითნასწავლი ბებიაქალი იყო და სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)