2019-03-01 16:18:50, 1678 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი ეუთო-ს დასკვნაზე: სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კვლავ საუბრობენ
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ წლების წინ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები კვლავ მოხვდა ანგარიშში.
ლომჯარიას შეფასებით, სამწუხაროა, რომ ეუთო-ს დასკვნაში ისევ ბევრი პრობლემა იკვეთება.
„სამწუხაროა, რეკომენდაციები, რომელიც წლების წინ კეთდებოდა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, თითქოს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო აქტუალური ქართული არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, ეს პრობლემები კვლავ დაბრუნდა ამ ანგარიშში და სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის შემთხვევები და ხელისუფლების რესურსის მონაწილეობა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ", - განაცხადა ომბუდსმენმა.
ავტორი: ,