20:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 18:26:30, 1974 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი რეგიონალური ბიზნესის ფორუმზე „ღია დიალოგი“ სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკური გუნდის მინისტრებსა და ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იყო.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ბიზნესსექტორთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად ბიზნესთან დიალოგი აუცილებელია.

„ჩვენი სამინისტრო ორი მიმართულებით მუშაობს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოსდაცვით საკითხებზე მარეგულირებელ საქმიანობას ახორციელებს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ბიზნესსექტორთან. ამიტომ მთავრობის ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მიერ შემოღებული ნებისმიერი მარეგულირებელი დოკუმენტი ემსახურება სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში, როგორც შიდა ასევე უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და ამ მხრივ, ბიზნესის მხარდაჭერისთვის სოფლის მეურნეობაში არაერთი პროგრამა გვაქვს.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფორუმის ფარგლებში, მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა.

ფორუმის ფარგლებში, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგებიან-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქონების ეროვნული სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics