|
2019-02-21 18:31:17, 735 ნახვა
რეგიონი
შუახევში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
შუახევში სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, რეგიონში მრჩეველთა საბჭოებთან მომუშავე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: შუახევის მერის მოადგილის ომარ ტაკიძის ინფორმაცია ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაგეგმვის,პრიორიტეტების შერჩევის, სამუშაოთა მიმდინარეობის თაობაზე; ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორის მაკა მაკარაძის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში არსებული მდგომარეობის თაობაზე; ა(ა) იპ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ნათელა გოგიტიძის ინფორმაცია ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის თაობაზე. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა.განიხილის ასევე სხვა შემხვედრი საკითხებიც. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა შუახევში მარტის თვეში ჩაინიშნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)