|
2019-02-21 12:11:07, 661 ნახვა
რეგიონი
„ღვინის მეგზური“ - პრაქტიკული წიგნი გიდებისთვის
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის კიდევ ერთი პრაქტიკული სახელმძღვანელო დაბეჭდა. „ღვინის მეგზური“- ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მეღვინეობით დაინტერესებული ადამიანებისა და გიდებისთვის სამაგიდო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. წიგნში თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიის, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის, ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის კანონმდებლობის, ღვინის დაგემოვნების ხელოვნებისა და კერძებთან მისი შეხამების შესახებ. წიგნში საუბარია ასევე, აჭარაში გავრცელებულ ვაზის ჯიშებსა და ღვინის მარნებზე. „ღვინის ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გიდები და საოჯახო მარნების მფლობელები, რომლებიც ყველა საჭირო ინფორმაციას ღვინისა და ქართული ვაზის შესახებ ტურისტებს სწორად მიაწოდებენ. „ღვინის მეგზური“ ამ მიმართულებით გიდებისთვის ნამდვილად სამაგიდო წიგნია, რომელიც მათ ინფორმაციის მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. გარდა წიგნისა, ღვინის ტურიზმის შესახებ ჩვენ ასევე ჩავატარეთ ტრენინგები საოჯახო ღვინის მარნებისთვის, მიმდინარე წელს კი უკვე გიდების გადამზადებას ვგეგმავთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. „ღვინის მეგზური“ მეორე პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის მოამზადა. მისი ავტორია მწერალი, ღვინის კლუბის დამაარსებელი და Wine & Spirit Education Trust-ის მე-3 დონის სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი მალხაზ ხარბედია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)