2019-02-20 17:48:46, 1260 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ე.წ. ციანის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, როდის შეძლებს დეკანოზი ღიდუშაურის კლინიკის დატოვებას.
„მარჯვენა მხარის კიდურებს კვლავ ვერ ამოძრავებს და მეტყველებაზე პრობლემა აქვს. მისი გაუმჯობესების პროცესი არ ჩანს. მედიკოსების განცხადებებში პირდაპირ ისმის, რომ მას ინსულტი არ აქვს. - ანუ კარგად არის? ამიტომ ვამბობ, რომ მედიკოსთა განცხადებები ლოგიკურ ვითარებას არ შეესაბამება", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მარინა გელანტიას ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტორი: ,