|
2019-02-06 14:50:17, 1210 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები და ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო
„დღეს, ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობის ინიცირებას, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები და ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. „ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ ძალიან სახიფათო ნაბიჯები განათლების სამინისტროს მხრიდან რომელიც ეხება ჩვენი მომავალი თაობის განათლებას და ზოგადად ქვეყნის მომავალ კეთილდღეობას. მათ დააანონსეს გარკვეული რეფორმა უმაღლესი განათლების და ზოგადი განათლების მიმართულებით და რეალურად წარმოადგინეს ამ კვაზი რეფორმის მხოლოდ ორი კომპონენტი და ორივე მათგანი ისახავს მიზნად მხოლოდ გამოცდების გაუქმებას. პირველ რიგში მათი ეს კვაზი რეფორმა შეეხო „CAT“_ის ანუ კომპიუტერით ადაპტირებული ტესტების რაც არის გამოსაშვები გამოცდების სკოლაში, ამ გამოცდების გაუქმებას და მეორე დააანონსეს, რომ 2020 წლისთვის სავალდებულო აღარ იქნება ზოგად უნარებში ტესტი. "ევროპულმა საქართველომ" გადაწყვიტა რომ საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება იმას რომ ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო კანონის დონეზე, როგორც ეს იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში ოღონდ ეს არ იყო კანონით დარეგულირებული, ეს იყო განათლების მინისტრის და შეფასების ცენტრის დებულებებით და დოკუმენტებით განსაზღვრული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ არცერთ კონკრეტულ ჩინოვნიკს არ ქონდეს იმისი მიდრეკილება, რომ თავისი რაღაც ხუშტურით ან შეხედულების გამო ხელის აღებით გააუქმოს ზოგადი უნარების გამოცდა ისე რომ არცერთი არგუმენტი არ მოიყვანოს და არცერთი არგუმენტით არ წარდგეს პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა კაპანაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა პარლამენტის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. „პარლამენტი არის კონსტიტუციური ორგანო რომელიც განსაზღვრავს განათლების პოლიტიკას და ასეთი მნიშვნელოვანი რაღაცები პარლამენტის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს. ამიტომ ჩვენ ვახდენთ დღეს ინიცირებას რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 54-55 მუხლებში შევიდეს ცვლილებები და განისაზღვროს ზოგად უნარებში ტესტი გახდეს სავალდებულო და ასევე სახელმწიფო გრანტი რომელიც ნაწილდება სტუდენტებზე და ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი იმისა, რომ კორუფცია აღარ იყოს უნივერსიტეტებში ასევე განაწილდეს მათ შორის ზოგად უნარებში მიღებული ქულის შესაბამისად. ეს არის ინიციატივა რომელიც დარეგისტრირდება დღეს და მე მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, მიუხედავად იმისა რომელი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან ისინი, ვიცი რა რომ მათ შორის "ქართული ოცნების" მხრიდან არიან უკმაყოფილო ამ კვაზი რეფორმით. მოვუწოდებ მათ რომ შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და ერთად გავაკეთოთ ისე, რომ რომელიღაც კონკრეტულ ინდივიდს არ ქონდეს საშუალება ყირაზე დააყენოს მეტ-ნაკლებად მოქმედი და მომუშავე განათლების სიტემა, კონკრეტულად კი ის ნაწილი რომელიც ეხება უმაღლესში მოხვედრას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)