|
2019-02-05 17:59:40, 674 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის ჩართულობით და წითელი ჯვრის თანადგომით აჭარაში ჰუმანიტარული მისია განხორციელდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა. აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, აჭარის მთავრობის ჩართულობითა და წითელი ჯვრის თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ. ჰუმანიტარული ამანათი უკვე გადაეცა შუახევისა და ხულოს მოსახლეობას, პროცესი ეტაპობრივად გრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებში. ამანათები მოიცავს 106 ათასი ლარის ღირებულების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი. ჩვენს ქვეყანაში თავის საქმიანობებს ახორციელებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით. წითელი ჯვრის მთავარი მისიაა დაეხმაროს ადამიანებს საგანგებო სიტუაციებით და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)