|
2019-02-02 10:25:00, 1363 ნახვა
სამართალი
შსს-მ იმერეთში ქურდობის 3 ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. უწყების ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ. ი. და მისი ძმა - 1994 წელს დაბადებული ბ. ი. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს სამტრედიაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორი, ხუთი საბურავი და სხვდასხვა ხელსაწყო, ხოლო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ავტომანქანიდან ერთი საბურავი მოიპარეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა 2002 წელს დაბადებული ლ. კ. კი ქუთაისში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, ღამით, სუპერმარკეტი „ფემილის“ ორი ფილიალი გაქურდა. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავეს 1966 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლები ა. ა., რომელმაც ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინა გაქურდა. პოლიციამ მოპარული ნივთები: სანადირო თოფი, ჭოგრიტი, სამონადირეო დანები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ქურდობის ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)