|
2019-02-01 18:45:00, 725 ნახვა
რეგიონი
აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი ამოქმედდება
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა. ორმხრივი პარტნიორობა უკვე საუკუნეა გრძელდება და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება, კულტურა, ჯანდაცვა, ტურიზმი და ეკონომიკა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟავაძემ პოლონურ- ქართული ურთიერთობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პოლონეთის დელეგაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი. ,,ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული ევროპელი პარტნიორის არსებობა, როგორიცაა პოლონეთი, აუცილებელია ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, სწორედ ამიტომ მუდმივად იმართება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტები.'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება აჭარისა და ქვემო სილეზიის წარჩინებული მოსწავლეების გაცვლითი ვიზიტები. დინამიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. 2018 წელს დაფიქსირდა პირდაპირი პოლონური ინვესტიციების ზრდა საქართველოში. იგეგმება მსხვილი ინვესტორებისთვის სხვადასხვა პროექტების შეთავაზება და კონტაქტების მაქსიმალური გამყარება. ამჟამად პოლონური კაპიტალის მონაწილეობით აჭარაში მოქმედებს ექვსი ორგანიზაცია. ვიზიტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)