|
2019-01-29 16:41:24, 1548 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: შავ ზღვაზე საბორნე და ფიდერული გადაზიდვების განვითარებას დავიწყებთ
საქართველოს არხების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან შავ ზღვაზე საბორნე და ფიდერული გადაზიდვების განვითარებას დავიწყებთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" ისაუბრა, რომელიც ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019"- ის ეგიდით იმართება. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო-სატრანზიტო პოტენციალის თვისების მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სხვა გეგმებთან ერთად ანაკლიის ახალი პორტის გარდა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გაფართოება-განვითარებას მოიცავს. ამ მიზნით ასევე იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, რომელიც, სხვა მრავალ მიმართულებას შორის, ასევე გულისხმობს საქართველოს პორტების განვითარებას, მაღალხარისხიანი საპორტო სერვისების (ბუნკერინგი, ქეითერინგი და სხვა) შექმნას. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და მის ფარგლებში საზღვაო პოტენციალის სრულად ათვისებაა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიას განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზღვაო აკადემიის განვითარებას, ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობა და საზღვაო განათლების დახვეწას. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებს, არის საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებში საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვა და საზღვაო დაზღვევა, ასევე საშეღავათო საგადასახადო სისტემის შექმნა საზღვაო ინვესტიციების მოსაზიდად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)