|
2019-01-29 12:18:46, 665 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი: აშშ-ს განზრახული აქვს ვენესუელაში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ განხორციელება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელასთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "აშშ ვენესუელას სუვერენიტეტში უხეშად ერევა". დე-ფაქტო პარლამენტი ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს. "გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზების ფარგლებში, აშშ-ს განზრახული აქვს ვენესუელაში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ განხორციელება და კარაკასში მარიონეტული რეჟიმის დაწესება, რათა ლათინურ ამერიკაში საკუთარი პოზიციები განამტკიცოს. ამერიკის ხელისუფლების ქმედებები ცხადყოფენ, რომ ვენესუელაში გადატრიალების მცდელობის უკან აშშ დგას, რითაც მასშტაბური სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენს. ვაშინგტონს განზრახული აქვს "ახალი კერის გაღვივება გრძელვადიანი დესტაბილიზაციის" მოსახდენად. ამით, ის ხელს უშლის ვენესუელაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ამერიკამ ვენესუელას სანქციები დაუწესა. შეგახსენებთ, 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)