|
2019-01-24 17:44:19, 955 ნახვა
რეგიონი
მურატ ჯიოევი: სამხრეთ ოსეთი დაამტკიცებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არაკანონიერია
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალი დაატკიცებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ "არაკანონიერი და მცდარია". ინფორმაციას cominf.org ავრცელებს. ჯიოევმა სიის შედგენა დემოკრატიული ნორმების დარღვევად შეაფასა. „ამ სიის შედგენა დემოკრატიული ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევაა. არის პოლიტიკური სპეკულაცია და საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტურ ნაბიჯს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება ამ მცდარ დოკუმენტს აპიარებს, რის შედეგადაც მას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ე.წ. "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია გასულ წელს შექიმნა, როდესაც საქართველოში გარკვეულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალებაში დაადანაშაულეს. ტატუნაშვილი გასული წლის თებერვალში გარდაიცვალა. როგორც მრავლობითმა ექსპერტიზამ დაადგინა, მისი გარდაცვალების ნიზეზი გულის უკმარისობა გახდა. საქართველოს პარლამენტმა შეადგინა სია და ამ სიაში შეიყვანა ისეთი ადამიანები, რომელბსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ტატუნაშვილის საქმესთან და ეს მათი უფლებების დარღვევაა. ეს სია არის მცდარი და არაკანონიერი. ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, იმისათის, რომ პირადი სია შეავდგინოთ და მასში საქართველოს ყველა ის მოქალაქე შევიყვანოთ, რომელიც 1991 წლიდან 2008 წლამდე სამხრეთ ოსეთში დანასაულს სჩადიოდა", - განაცხადა ჯიოევმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)