|
2019-01-24 14:01:11, 709 ნახვა
რეგიონი
ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლეს საბჭოში სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 10 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, მიიღეს. როგორც უმაღლესი საბჭოს Facebook-ის გვერდზეა აღნიშნული, ზაზა ოქუაშვილისთვის აჭარის ავტონომიური უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა. მისი განმარტებით, ზაზა ოქუაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 2018 წლის 20 დეკემბერს თავად მიმართა საკანონმდებლო ორგანოს. „კენჭისყრამდე სხდომაზე გაკეთდა განცხადებები. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა პროცესის ზაზა ოქუაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამდე შეჩერება მოითხოვა. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ამავე ფრაქციის წევრმა ასმათ დიასამიძემ. მათ ყურადღება გაამახვილეს განცხადების ელექტრონულ ვარიანტთან დაკავშირებითაც, რაზეც შესაბამისი განმარტებები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისაგან - დავით გაბაიძისგან და მომხსენებლისაგან მოისმინეს. განცხადებები გაკეთდა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან, ციტრუსის რეალიზაციასთან, რეგიონში ქონების პრივატიზაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც“, - ნათქვამია უმაღლესი საბჭოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)