|
2019-01-22 10:45:36, 1568 ნახვა
სამართალი
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს სასამართლოში დღეს დაკითხავენ
ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს დაკითხავენ. სხდომა დღეს 12:30 საათზეა ჩანიშნული. როგორც ცნობილია შსს-მ პროკურატურას გუშინ მიმართა და იმ პირების სასამართლო წესით დაკითხვა მოითხოვა, რომლებმაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. მათ შორის არის თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და ნაცემი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუაშვილი. ამასთან, გეგეშიძე ჩემპიონატზე შეხლა-შემოხლას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე,ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)