04:05 - 26 Jun, 2026
|
2019-01-08 11:08:06, 1810 ნახვა
სამართალი
მსახიობ რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ
ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება მას ძალადობას ედავება. ნასიძე სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მას შემდეგ დააკავეს, რაც წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში ერთ-ერთ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა. რეზი ნასიძის დედის, თამარ ნიშნიანიძის მტკიცებით კი, მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი, რის გამოც კლინიკაში მივიდა ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს, ინციდენტის პროვოცირება კი სწორედ ექიმების მიერ მოხდა. ამ დროისთვის ნასიძე ინფექციურ საავადმყოფოში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას. ცნობისთვის, გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)