10:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 13:26:32, 2538 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალის შესახებ ანგარიშს კომპანია „ტოტალი“ მოამზადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   სამინისტროს  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და  ფრანგულ კომპანია „ტოტალს"  შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური  მასალების  შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, „ტოტალი“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად შეაფასებს საქართველოს საზღვაო და სახმელეთო ტერიტორიის ნახშირწყალბადების პოტენციალს.

როგორც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი აცხადებს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „ტოტალთან" თანამშრომლობაძალიან მნიშვნელოვანია.  „ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად კომპანია „ტოტალი" და სააგენტო ერთობლივად შეძლებენ ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სამომავლო აღმოჩენების პოტენციალის განსაზღვრას" - აცხადებს ტატიშვილი.

საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალის შესახებ   საბოლოო ანგარიშს კომპანია    2019 წლის ივნისში დაასრულებს და სააგენტოს გადასცემს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics