2018-12-29 15:32:26, 1942 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი - გახარია პრემიერი ვერ გახდება, თუ ზემოთ რაიმე წინსვლა დაიწყო, ჩამოვაგდებ რა
„გიორგი გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა“, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მან შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა გამორიცხა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება.
„გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა, არ არის ისეთი რაღაცა ვიღაცას რაღაცა ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამე, იცის თვითონ. კანონპროექტი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ მოიშორებენ. გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა. ეგ პრემიერი ვერ გახდება, თუ გახდა ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება რა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ავტორი: ,