20:23 - 10 May, 2026
|
2018-12-27 10:09:33, 5272 ნახვა
კულტურა
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ახალგაზრდული ანსამბლი „მაფშალია“ და როკ-ჯგუფი „ოცნება“ მონაწილეობდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ირემაძე, ჟურნალ „იალქნის“ მთავარი რედაქტორი ნანა ჭანტურია და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)