|
2018-12-22 15:05:57, 2133 ნახვა
სამართალი
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ჩხეიძეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა. „ირაკლი ჩხეიძე, მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალის მიერ მისი სტაციონარული მკურნალობის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა, მსჯავრდებული დღეს დილით მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, რადგან მან დადო პირობა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მედპერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე დაეთანხმებოდა. ირაკლი ჩხეიძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ასევე იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა) ჩადენაში. მსჯავრდებული 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, თუმცა საპროცესო შეთანხმების გაფორმება სპეციალური პენიტენციური სამსახურის კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი ჩხეიძე მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც წინა დღეებში, დღესაც, 22 დეკემბერს მსჯავრდებულმა მკურნალ ექიმს მისი გასინჯვის უფლება არ მისცა. 21 დეკემბერს ირაკლი ჩხეიძე ერთჯერადად გაესინჯა ექიმს, უჩიოდა გულისრევას, ღებინებას, წნევა ჰქონდა 130/80, გლუკოზა სისხლში 97, ტემპერატურა 37.6. წონა 52 კგ. 21 დეკემბერს, გასინჯვის შემდეგ გაუკეთდა დროტავერინი და მეტოკლოპრამიდი, გულისრევის საწინააღმდეგოდ,გადასხმაზე უარი განაცხადა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირაკლი ჩხეიძესთან გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს მისი დათანხმება სამედიცინო დახმარების მიღებაზე“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
(NS)
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)