00:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 17:42:40, 1453 ნახვა

სამართალი
გახარია - სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან, სადაც ის დეპუტეტების კითხვებს პასუხობს პოლიციელებზე  ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რომ სამართალდამცველებზე ფიზიკური ძალადობა უმკაცრესად იქნება დასჯილი.

„უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რა სტატუსის მატარებელი არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე-  პოლიციელზე  ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ექნება ადეკვატური პასუხი, ყოველთვის. არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი, ხუთი და ათი წლის წინ.   ესე იქნება და ამის შემდგომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაქტი ან დამატებითი ფაქტი პოლიციელზე ფიზიკური ზემოქმედების,  ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში და აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, იმ შემთხვევაში როდესაც პოლიციელზე, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ, რომ შედეგი იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, ამის გარანტიას გაძლევთ მე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics