|
2018-12-20 14:51:49, 852 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდებიან
24 დეკემბერს, აჭარაში „მაგნოლია 2018“ გაიმართება. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს. „მაგნოლია 2018“-ზე გამოვლინდება თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს იყენებს. კვლევა მომხმარებელთა ონლაინ კვლევას, Trip Adviser-ზე, Booking. Com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. ტურისტების გამოკითხვა როგორც ონლაინ ასევე, რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გამოიკითხა ტურისტული სააგენტოები, გიდები, განთავსებისა და კვების ობიექტები. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები და მომხმარებლები ასახელებენ მათთვის საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტულ ობიექტებს. როცა ტურისტული ბიზნესისა და სერვისის გაუმჯობესება გვსურს სწორედ მათი აზრია გასათვალისწინებელი. საუკეთესო სერვისის მიმწოდებლის ტიტული იქნება სტიმული და ამავდროულად პასუხისმგებლობაც ტურისტული ობიექტებისთვის გააუმჯობესონ სერვისი და იყვნენ იმაზე უკეთესები ვიდრე ახლა არიან. ჩვენი ღონისძიების მთავარი მიზანიც სწორედ სექტორის სტიმულირება-წახალისებაა განავითარონ თავიანთი ბიზნესი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლოტმა. საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)