22:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 12:26:43, 3687 ნახვა

სამართალი
დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics