10:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 12:39:37, 2879 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სადაზღვევო ბაზრის განვითარების საკითხების შესახებ შეხვედრა სთხოვეს.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს სადაზღვევო ბაზარი დგას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოგების გადასახადის რეფორმის - ე.წ. „ესტონური მოდელის" გავრცელება სადაზღვევო კომპანიებზეც. ითქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობა მუშაობს, რათა ის კერძო სექტორის სასარგებლოდ ამოქმედდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics