07:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 15:48:45, 2139 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი - 2019 წლის ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს

„მომავალი წლის ბიუჯეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას, ამავდროულად, ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, 2019 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული.

 „საინტერესო განხილვა შედგა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, უფრო აქტიური განხილვა გვექნება. ჩვენი სამინისტროს კარი ღიაა დისკუსიებისთვის, გავიაროთ ნებისმიერი პროგრამა, ინიციატივა. 2019 წლის ბიუჯეტი, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, არა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით - მიმდინარე ხარჯებისა და მიმდინარე შემოსავლების დაბალანსებით, არამედ, ზუსტად, ის პოლიტიკური განსხვავებები, ის პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური ხედვები, რომელიც ბიუჯეტის განხილვისას მოვისმინეთ, ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალურად არის შეწონილი ამ ბიუჯეტში. მომავალი წლის ბიუჯეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას, ამავდროულად, ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს. კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებ, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვისა და დისკუსიებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, 2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა, დეპუტატებმა 91 ხმით დაამტკიცეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics